თავში

ლევან ვასაძემ მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" წარადგინა

ლევან ვასაძემ მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" წარადგინა
ლევან ვასაძემ მოძრაობა ერთობა, რაობა, იმედი წარადგინა

ათონელის პარკში ბიზნესმენი ლევან ვასაძე ახალი პარტიის პრეზენტაციას მართავს, რომელსაც "ერთობა, რაობა, იმედი" უწოდა. 

ვასაძემ აქცია ოჯახის წევრების წარდგენით გახსნა.

"მე არ მოვსულვარ აქ, რომ მორიგი ფუჭი დაპირებები გავცე, მოგატყუოთ დაპირებებში, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, რაც ყველაზე მეტად არ მინდა, ჩვენ ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში", - განაცხადა ლევან ვასაძემ. 

მისი თქმით, პოლიტიკური პოზიცია გაერთიანებასა და ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში გამოიხატება. 

"მე დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი, ია ვარდით მოფენილი, ჩვენ წინ გველოდება ბევრი ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შევძლებთ, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობას საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system