თავში

სამი პოლიტიკოსი, ვინც IRI-ს კვლევაში ლიდერობს

სამი პოლიტიკოსი, ვინც IRI-ს კვლევაში ლიდერობს
სამი პოლიტიკოსი, ვინც IRI-ს კვლევაში ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ სამ ადგილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე,  თბილისის მერი კახა კალაძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებენ.

სხვა პოლიტიკოსებზე კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 

დავით ბაქრაძე- 57%, კახა კალაძე- 49%, დავით უსუფაშვილი – 47%, გრიგოლ ვაშაძე – 41 %, ალექსანდრე ელისაშვილი – 39%, გიორგი გახარია – 39 %, შალვა ნათელაშვილი – 39%, გიორგი ვაშაძე – 34%, ნიკა მელია – 34 %, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 %, ბიძინა ივანიშვილი – 32%, ნინო ბურჯანაძე – 31 %, გიგი უგულავა – 31 %, მამუკა ხაზარაძე – 29 %, ირმა ინაშვილი – 29 %, არჩილ თალაკვაძე – 25%, სალომე ზურაბიშვილი – 23 %, კახა შარტავა – 19 %, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 %, ლევან იოსელიანი – 3 %.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system