თავში

ლია მუხაშავრია "ტრიბუნას" შეუერთდა

ლია მუხაშავრია "ტრიბუნას" შეუერთდა
ლია მუხაშავრია ტრიბუნას შეუერთდა

პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ ადვოკატი ლია მუხაშავრია შეუერთდა. ახალი წევრი პარტიის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს ბათუმის ოფისში წარადგინა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, ის ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად სურს ბრძოლა და სწორედ ამისთვის გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა. ამისთვის კი ყველაზე მისაღები გაერთიანება, მისთვის „ტრიბუნაა“.

„ტრიბუნა არის ის ადგილი, რომელიც ადამინებს დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებას აძლევს. კანონი უნდა აღსრულდეს. "ტრიბუნას" აქვს კონკრეტული გეგმები და მიამრთულებები. უამრავი ადამიანია დღეს დარღვეული უფლებების მსხვერპლი, მათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მიეცათ უფლებების აღდგენის საშუალება”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა „გამარჯვებული საქართველოს“ ყოფილი წევრი, კოტე კემულარია, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა და „ტრიბუნას“ შეუერთდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system