თავში

ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია - ჯაფარიძე "გირჩზე"

ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია - ჯაფარიძე "გირჩზე"
ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია - ჯაფარიძე გირჩზე

"გირჩის" ყოფილი წევრი და "მეტი თავისუფლება - გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ახალ ინიციატივას, თვითგადარჩენის ინსტინქტად აფასებს და მისივე შეფასებით ეს მოწოდება პარტიის ლიბერტარიანულ იდეოლოგიებს აცდენილია.

"ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე.

რა დროს ჩემი თავისუფლებაა, ‘ქართული პარლამენტარიზმია’ გადასარჩენისადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი.

მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა",-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,პარტია "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system