თავში

ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით - ლანდსბერგისი

ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით - ლანდსბერგისი
ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით - ლანდსბერგისი

ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ბორდერიზაცია, რუსი სამხედროების გაზრდილი რიცხვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვასა და საქართველოს შორის პარტნიორობა არასოდეს ისეთი ძლიერი, როგორც დღეს არის. მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. 

„ჩემს გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო დღე მქონდა თბილისში და მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ღია და გულახდილი დისკუსიებისთვის. პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა. ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ბორდერიზაცია, რუსი სამხედროების გაზრდილი რიცხვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები, სრულად დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ კუთხით ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძესა და მის ოჯახს, აგრეთვე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პარტიებს. ლანდსბერგისი დღეს სოფელ ოძისში იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system