თავში

ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს უერთგულესი მეგობარი - ზალკალიანი

ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს უერთგულესი მეგობარი - ზალკალიანი
ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს უერთგულესი მეგობარი - ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება და ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პირველი და მეორე ფაზის დროს ლიუტუვის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system