თავში

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება
ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება.

“12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რაც, სამწუხაროდ, გაკვეთილი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამას მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“- წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system