თავში

გოცირიძე: პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია

გოცირიძე: პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია
გოცირიძე: პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია

დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, როცა პარლამენტში უნდა განიხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ფაქტობრივად ნებაყოფლობით შვებულებაში გასული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რომან გოცირიძე პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს და მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლოს.

"საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პრობლემა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა და მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის, ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დარჩა უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში. დღეს არის განსაკუთრებული ვალი პარლამენტისა, რომ განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი რეალური თუ როდის დაიწყებს სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ხანია რაც ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწიეს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა", - განაცხადა გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system