თავში

ლონდა თოლორაია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

ლონდა თოლორაია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
ლონდა თოლორაია გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

UNDP-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი საკვანძო ეროვნული ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის, პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით.

ბერესფორდმა მხარი დაუჭირა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ 27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას. 

მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაეყრდნოს ფართო საკონსულტაციო პროცესს, რომელშიც ჩართულები იქნებიან, როგორც საჯარო უწყებები, ისე სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ცნობისთვის, 82 მომხრე, 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system