თავში

ლონდა თოლორაიასთან მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს - სუბარი

ლონდა თოლორაიასთან მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს - სუბარი
ლონდა თოლორაიასთან მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს - სუბარი

წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან, ეს ინსტიტუცია იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული მეტ-ნაკლებად - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, სოზარ სუბარმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის კომენტირებისას აღნიშნა.

ის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს უარყოფს. მისი თქმით, ლონდა თოლორაიასთან მხოლოდ ერთი პრეტენზია აქვს. სუბარის შეფასებით, თოლორაია საკუთარ მანდატს გასცდა იმ განცხადებებით, რაც საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. ამასთან, სუბარის შეფასებით, უმჯობესი იყო, თოლორაია მოსმენაზე ბოლომდე დარჩენილიყო. 

"ლონდა თოლორაიას მიმართ ერთადერთი პრეტენზია რაც შეიძლება მე პირადად მქონდეს ეს არის ის, რა განცხადებებიც გააკეთა. გარკვეულწილად მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა და როცა ის ესწრებოდა მოსმენას, უკეთესი იყო დარჩნილიყო ბოლომდე" -  ამბობს სუბარი. 

ცნობისთვის, გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, რომელზეც კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის წევრების გარდა, განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია. ლონდა თოლორაიამ მმართველ გუნდს კონკრეტული კითხვებით მიმართა, თუმცა მისი თქმით, კითხვებზე პასუხები ვერ მიღო. აღნიშნულის შემდეგ მან კომიტეტების სხდომა დასრულებამდე დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system