თავში

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას საგარეო უწყებაში პასუხობენ

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას საგარეო უწყებაში პასუხობენ
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას საგარეო უწყებაში პასუხობენ

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პასუხობენ.

უწყებაში რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ.

"4 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი დეზინფორმაციული შეტევა განახორციელა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრზე, რომელიც წარმოადგენს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითს. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი წინა დეზინფორმაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავრცელდა.

მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი, არგუმენტირებული პასუხი გასცა ცრუ ბრალდებებს ლუგარის ცენტრის საქმიანობას თაობაზე. შესაბამისად, აღარ შევალთ განხილვებში და ავღნიშნავთ მხოლოდ, რომ სწორედ ლუგარის ცენტრის თანამშრომლების, საქართველოს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია დღეს არსებული წარმატება კორონავირუსის COVID -19 პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საქართველო ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში იქნა შეტანილი.

ცენრის მუშაობა სრულიად ტრანსპარენტულია, რაც არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის 2018 წელს, როდესაც განხორციელდა საერთაშორისო ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში. ამ საერთაშორისო მისიაში რუსი ექსპერტებიც იყვნენ მოწვეულნი, თუმცა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

რუსეთის მხარეს კვლავ მოვუწოდებთ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საკვანძო ინსტიტუტზე დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულია რეალური სურათის დანახვაში, მონაწილეობა მიიღოს კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად დაგეგმილ საერთაშორისო ვიზიტებში,"- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო. სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი კოლეგები აღნიშნული სამხედრო დანაყოფის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დუმილს ამჯობინებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system