თავში

მადლობა გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

მადლობა გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის - მსოფლიო ბანკის
მადლობა გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

"მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ.

ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველჰყოფს",- წერს სებასტიან მოლინეუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system