თავში

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს - გიორგი გახარია

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს - გიორგი გახარია
მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს - გიორგი გახარია

მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system