თავში

მაია ცქიტიშვილი: მალე გავუმკლავდებით ვირუსს

მაია ცქიტიშვილი: მალე გავუმკლავდებით ვირუსს
მაია ცქიტიშვილი: მალე გავუმკლავდებით ვირუსს

ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ბევრი კომპანია გაჩერებულია, ვინაიდან არ აქვთ გავლილი შესაბამისი შემოწმება, თუმცა პროცესი დაწყებულია. მისივე განმარტებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კომპანიების ნაწილმა წარმატებით ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა.

„სამწუხაროდ, გლობალური კრიზისის პირობებში, ჩვენი ეკონომიკა ზიანდება ტურიზმის, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქტივობების შეზღუდვით, ამ ფონზე კი ჩვენი პარტნიორები ხედავენ თუ რამდენად თანმიმდევრულად და წინდახედულად ვმოქმედებთ ეპიდემიის გამკლავების ნაწილში და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის. ამიტომ მათ აქვთ საფუძველი, რომ მყარად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას. საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი დღესაც აქ, საქართველოშია, განაგრძობენ უსაფრთხოდ მუშაობას და 24-საათიან რეჟიმში გვეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system