თავში

მაია ცქიტიშვილი: უკვე რამდენიმე არჩევნებია, ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს

მაია ცქიტიშვილი: უკვე რამდენიმე არჩევნებია, ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს
მაია ცქიტიშვილი: უკვე რამდენიმე არჩევნებია, ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს და ეს, როგორც წესი, ყველაზე კარგად არჩევნებზე ჩანს.  

"უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ იმას, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს", - ამბობს ვიცე-პრემიერი. 

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მაღალი რეიტინგის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია პანდემიის პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ შეძლო გამოწვეულ კრიზისს გამკლავებოდა. 

"„ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი აქვს და ეს რეიტინგი არის იმის ანარეკლი, თუ როგორ მართავდა და როგორ მართავს დღესაც ხელისუფლება კრიზისს, მათ შორის, არა მარტო ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, არამედ ეკონომიკურ გამოწვევებსაც. საგანგებო მდგომარეობის დაწყებიდანვე დავიწყეთ დახმარების პაკეტების გაცემა, ყველა ჯგუფზე რომელიც დაზიანდა კორონავირუსის შედეგად და სამ-ნახევარი მილიარდი ლარის დახმარების პაკეტი არის უკვე გაცემული. ვმუშაობთ ინტენსიურად და შევძლებთ დავუმტკიცოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მის ნდობას ვიმსახურებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარების სიაში იქნებიან როგორც ნაცნობი, ისე ახალი სახეები.

„პირველ რიგში, ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ის, რომ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, აქვთ სურვილი, შესაძლებლობა და პატრიოტიზმი, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. სწორედ ამით არის გამორჩეული ეს სია, დაველოდოთ ორშაბათს, როდესაც გვექნება პრეზენტაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system