თავში

მაია ცქიტიშვილს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის - VIDEO

მაია ცქიტიშვილს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის
მაია ცქიტიშვილს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის - VIDEO

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა ცლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ - მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განახორციელა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მოადგილეები აღნიშნულ საქმეებს გააგრძელებენ.

"ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე" - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

თავად ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

„დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი გამოხატული ნდობისთვის, ასევე დიდი მადლობა ქალბატონ მაიას იმ მრავალი წარმატებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებული პროექტებისთვის, რომლებსაც აუცილებად სჭირდება დასრულება და ახალი პროექტების დაწყება“, – განახცადა ქარსელაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system