თავში

მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო - დავით ზალკალიანი

მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი
მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო - დავით ზალკალიანი

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ჰუმანიტარულია აქტი განხორციელებულიყო. 

“უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფვოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი გამხდარიყო ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მე ვფიქრობ რომ პირველი. ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით, რადგანაც სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება და აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system