თავში

"მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი" - ნიკა მელია

"მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი" - ნიკა მელია
მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.

"მე მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.

მთავარი, რაც კი ახლა გვაქვს ჩვენ, არის მორალური უპირატესობა - ბრძოლა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოგებული აქვს. და ერთი შეცდომის დაშვებით, შეიძლება მორალური უპურატესობა დავკარგოთ... გამარჯვება არ მოიპოვება ადვილად. მე ამას ვაცნობიერებ, რა თქმა უნდა, გამარჯვება არ მოიპოვება უდიდესი ძალისხმევის გარეშე. ამ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთობით. დედაქალაქის მოგებას ვაპირებთ, გამარჯვებას ვაპირებთ..." - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system