თავში

მალე გამოვაქვეყნებთ "შავ სიას" - ზახაროვა

მალე გამოვაქვეყნებთ "შავ სიას" - ზახაროვა
მალე გამოვაქვეყნებთ შავ სიას - ზახაროვა

მოსკოვი აშშ-ის სანქციების საპასუხო „შავ სიას“ მალე გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, მათ შორის ის ფაქტიც, რომ გამოაქვეყნეს ყველა სია, ვფიქრობ, მათ მალე გავახარებთ. სამუშაოები მიმდინარეობს. ნუ იფიქრებთ, რომ არაფერი კეთდება, რადგან ამაზე არ ვსაუბრობთ”, - განაცხადა ზახაროვამ. 

აშშ-მა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესა. აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და საომარი მოქმედებების აღმოფხვრის კანონის შესაბამისად, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც მათი თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system