თავში

მალე შევხვდებით, არსად წასვლას არ ვაპირებ - გახარია

მალე შევხვდებით, არსად წასვლას არ ვაპირებ - გახარია
მალე შევხვდებით, არსად წასვლას არ ვაპირებ - გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. როგორც მან წავკისში მდებარე აგარაკთან ჟურნალისტებს განუცხადა, არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან. 

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ". - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

"მალე შევხდებით. ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა" - უთხრა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system