თავში

მალტის შემთხვევა სიახლე არ არის - სერგეენკო სააკაშვილს

მალტის შემთხვევა სიახლე არ არის - სერგეენკო სააკაშვილს
მალტის შემთხვევა სიახლე არ არის - სერგეენკო სააკაშვილს

ქვეყნებმა, რომლებსაც ძალიან მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ და მალტის შემთხვევა სიახლე არ არის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო.

სერგეენკოს თქმით, მალტასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 

"ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად უსვამს ხაზს. ქვეყნებმა, რომლებსაც ძალიან მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ. მათთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყო - როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლით. ასე რომ, მალტის შემთხვევა სიახლე არაა", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system