თავში

მამუკა არეშიძე: შესაძლოა რუსეთმა საქართველოს სამხედრო დერეფანი მოსთხოვოს

მამუკა არეშიძე: შესაძლოა საქართველოს სამხედრო დერეფანი მოსთხოვოს
მამუკა არეშიძე: შესაძლოა რუსეთმა საქართველოს სამხედრო დერეფანი მოსთხოვოს

ექსპერი მამუკა არეშიძე მთიანი ყარაბაღის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ რეგიონში კონფლიქტი ხელოვნურად განახლდა. მისი თქმით, არსებული ვითარება რუსეთსა და თურქეთს უკავშირდება. 

ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ არსებული პრობლემა სწრაფად არ გადაიჭრება, მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

"თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურა რამდენიმე დღეში და გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, ნიშნავს, რომ მასში მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული, მათ შორის, საქართველოც. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შეექმნებათ სირთულეები, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ეს ხელზე დაიხვიოს და ამ მოტივით მოგვთხოვოს ჯარების გატარება“, - განმარტავს არეშიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system