თავში

მამუკა ხაზარაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება

მამუკა ხაზარაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება
მამუკა ხაზარაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, კონგრესმენ მარკვეინ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენის შეფასება ეჭქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ საკითხებზე საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ქვეყნებს შორის.

მისივე თქმით ამერიკელი ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არის რომელიმე პარტიის, ეს არის ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა, კონგრესმენის განცხადება კი საგანგაშოა.

"განცხადებაში, ძალიან მკაფიოდ და მკაცრად არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და კერძოდ, ამერიკელი პარტნიორების და სახელმწიფოს მიმართ. პრაქტიკულად, ამ განცხადებით დადასტურდა ეს. მოგახსენებთ, რომ ეს არის უკვე კონგრესმენების მეორე განცხადება ბოლო 1 თვის განმავლობაში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ეს პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება, "ოცნების" ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე. ამ განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი და პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აქვე არის აღნიშნული, რომ ჩვენ ქვეყანაში, განგრძობადი გადახვევა მიმდინარეობდა დემოკრატიული ღირებულებებისაგან და ჩვენ მომსწრეები ვართ იმისა, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მას თავისი სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფოს მართვა ჰქვია",-განაცხადა ხაზარაძემ.

წერილში, რომელიც კონგრესმენმა მარკვეინ მალინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გამოუგზავნა, აღნიშნულია რომ დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ის შეშფოთებას გამოხატავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system