თავში

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი შეფასებით, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. 

"დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება - ოცნების სასამართლო და პროკურატურა.

ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს.

ქართულ ოცნებას არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, ქართულმა ოცნებამ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.

ქართულმა ოცნებამ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს..." - წერს ხაზარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system