თავში

მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება

მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება
მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

"შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.

ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბატონ დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა" - აცხადებს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system