თავში

მამუკა ხაზარაძე: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი

მამუკა ხაზარაძე: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი
მამუკა ხაზარაძე: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი

"მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის უფრო მეტად სოციალური დახმარების პაკეტი. ჩვენ ვერ დავინახეთ ყველაზე მთავარი ღერძი", - ასე შეაფასა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა. 

მისი თქმით, პროგრამაში არ ჩანს ეკონომიკის ამუშავების გეგმა და ხედვა. 

,,ადამიანების ეკონომიკური უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება უნდა მოხდეს, ერთი გზით და ეს გზა არსებობს - სერიოზული ინექციის შეშვება ბიზნესში. კერძო ბიზნესში, რომელიც ასაქმებს 350 000 ადამიანს საქართველოში და ავსებს მთელი ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება’’ ორიენტირებულია მომავალ არჩევნებზე და არა ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system