თავში

მამუკა ხაზარაძე: სხდომები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნეს, ამიტომ სასამართლოსთან იქნება ჩვენი ოფისი - VIDEO

მამუკა ხაზარაძე: სხდომები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნეს, ამიტომ სასამართლოსთან იქნება ჩვენი ოფისი - VIDEO
მამუკა ხაზარაძე: სხდომები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნეს, ამიტომ სასამართლოსთან იქნება ჩვენი ოფისი  - VIDEO

საქალაქო სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ოფისი - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა. ხაზარაძემ სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ მიზანმიმართულად უშლის ხელს პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი განმარტებით, სასამართლო სხდომები ისეთი სიხშირით ინიშნება, რომ ლიდერებს პოლიტიკური აქტივობისა და მედიასთან კომუნიკაციისთვის კვირაში მხოლოდ ორი დღე რჩებათ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ანგარიში სწორედ სასამართლოს წინ ჩააბარონ და სამომავლო გეგმები გააცნონ. 

“სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, გასაგები მიზეზის გამო, დანიშნულია ძალიან ბევრი სხდომა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში და მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს საშუალება რეგიონში მოგზაურობის, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ, ამიტომ ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ ყოველ მოსვლაზე, სასამართლოს წინ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები, გაგაცნოთ ის თეზისები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, ჩვენს პარტიის წევრებს, ჩვენს მომხრეებს, რომელთა რიცხვი ძალიან იზრდება და ამით არის შეშინებული მმართველი პარტია და მისი ხელძღვანელი.

თქვენ თუ ნახავთ გრაფიკს, რა გრაფიკით არის დანიშნული ბოლო ორ თვეში ჩვენი მოსვლა სასამართლოში, რომელიც 11 საათზე იწყება და მთელი დღე იქნება გაწელილი, პრაქტიკულრად, კვირაში დარჩენილი გვაქვს ორი დღე, რომ ვიღაცას შევხვდეთ და რაღაც დავგეგმოთ, მაგრამ მაინც შევხვდებით და გამოვიყენებთ ამ მდგომარეობას. პრაქტიკურად, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი”, - განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნული განცხადება მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყების წინ გააკეთა. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system