თავში

მამუკა ხაზარაძემ თელავში "ლელო საქართველოსთვის" ოფისი გახსნა

მამუკა ხაზარაძემ თელავში "ლელო საქართველოსთვის" ოფისი გახსნა
მამუკა ხაზარაძემ თელავში ლელო საქართველოსთვის ოფისი გახსნა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თელავის რეგიონული ოფისი გახსნა. მან ადგილობრივი გუნდი და თელავის ოფისის ხელმძღვანელი - ვასილ კობიაშვილი წარადგინა.

ოფისის გახსნისას მამუკა ხაზარაძემ თელავის და ზოგადად კახეთის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. მან ყურადღება სამი ძირითადი მიმართულებით გაამახვილა. პარტიის ლიდერის განცხადებით, ღვინის წარმოების, მევენახეთა შემოსავლიანობის გაზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ღვინის ტურიზმის გაფართოების პერსპექტივა არსებობს. 

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს თელავი და კახეთი. კახეთი უნდა შევიდეს მსოფლიო ღვინის დედაქალაქების რიცხვში, რომელშიც 10 ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა შესული. ჩვენ უნდა გადავიყვანოთ ღვინის ტურიზმი მაღალშემოსავლიან სეგმენტზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განვავითაროთ ღვინის ბიო წარმოება და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. ტურიზმის განვითარებისთვის კახეთში უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი, „ღვინის მუზეუმი“, სადაც ჩატარდება საერთაშორისო დონის კონკურსები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system