თავში

მამუკა ხაზარაძე: გული მწყდება იმაზე, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი

მამუკა ხაზარაძე: გული მწყდება იმაზე, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი
მამუკა ხაზარაძე: გული მწყდება იმაზე, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ლიდერი ეხმაურება. მამუკა ხაზარაძის თქმით მისთვის ადამიანურად გულდასაწყვეტია, შვიდი წლის განმავლობაში სადამდე მიიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარუსელი. კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას. მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამხელა ენთუზიაზმი 2012 წლის, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი.

ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს, ბოლო შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა – ჩვენი ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, თავისი კომპანიის დირექტორებს და აუდიტორებს ცვლის, ეს ასე არ არის“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძე და აღნიშნა, რომ დღეს პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელში მარიონეტია და ამაზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც მეტყველებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system