თავში

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას "ლელო" ერქმევა - VIDEO

მამუკა ხაზარაძის მოძრაობას "ლელო" ერქმევა
მამუკა ხაზარაძის მოძრაობას ლელო ერქმევა - VIDEO

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებივ მოძრაობას "ლელო" ერქმევა. ამის შესახებ მან ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პრეზენტაცია ანაკლიაში, ზთვის სანაპიროზე გაიმართა. ღონისძიება თავად ხაზარაძემ გახსნა. 

ანაკლია არის ადგილი, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე,- განმარტა ხაზარაძემ. 

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის თქმით ანაკლია ახალი შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს.

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით. იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზებთან, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი და მომენტი ქართულ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტის და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system