თავში

მამუკა ხაზარაძე: რიგითი ადამიანები ვქმნით ქვეყანას

მამუკა ხაზარაძე: რიგითი ადამიანები ვქმნით ქვეყანას
მამუკა ხაზარაძე: რიგითი ადამიანები ვქმნით ქვეყანას

"ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზეგამართა. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას, რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, მათ შორის რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო, რომელსაც პარტიის ლიდერები უძღვებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობას დისტანციურად ჩაერთო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. რომელმაც მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით „ლელოს“ გზა არ გადის სიძულვილსა და აგრესიაზე, რადგან „ლელო“ არ ებრძვის ცალკეულ პიროვნებებს.

„ჩვენ ერთად შევძლებთ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვალოთ ქვეყანა, ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, გავაორმაგოთ ეკონომიკა, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, მივცეთ ადამიანებს საუკეთესო სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, დავუბრუნოთ მათ ღირსება და კეთილდღეობა. ერთად გავიმარჯვოთ! მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ შენ მთავარი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს პატივი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე, ჰქონდეს საარჩევნო ხმის უფლება. ხმის, რომელიც ახლა ყველაზე ძვირად ფასობს, რადგან სწორედ შენს ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს შენი ქვეყნის ბედი. შენს ხმას შეუძლია განსაზღვროს შენი მომავალიც და ისიც, თუ სად ვიქნებით ჩვენ ხვალ - დავრჩებით ღატაკ და გაჩერებულ ქვეყანაში თუ დავძრავთ მას და ავირჩევთ თავისუფლების, პროგრესის და განვითარების გზას! შენ 31 ოქტომბერს თავად ხარ შენი მომავლის მჭედელი. შენი ოჯახის, შვილების თუ ახლობლების ცხოვრების განმსაზღვრელი! მოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მოხვიდე მარტო. აუცილებლად წამოიყვანე კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში. ხმა მიეცი 56 - ს! აირჩიე ლელო! ვისაც ნამდვილად შეუძლია შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. სამართლიანი გარემოს დამკვიდრება, ადამიანების დასაქმება, სიღარიბის დამარცხება, შენი მხარის, კუთხის, სოფლის, ქალაქის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ ქცევა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system