თავში

მამუკა მდინარაძე: ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ამორალურობაა

მამუკა მდინარაძე: ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ამორალურობაა
მამუკა მდინარაძე: ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ამორალურობაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს. მამუკა მდინარაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მდინარაძე აღნიშნავს, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება თუ სადმე დანაშაულის ელემენტარული კვალი გამოიკვეთება.

„ამაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს, რომელიც ახალი შექმნილია და სამართალდამცავ უწყებებში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ჩვენ ასევე შევქმენით და ავამოქმედეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სულ ახლახანს მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსიც. ისინი მუდმივ დახვეწას და სრულყოფას საჭიროებენ და ყველას, მთელ საზოგადოებას გვაქვს სამუშაო მათ აღსრულებაზე. ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ცალკე ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ისიც კი იკადრა, რომ 15 წლის ბიჭის გარდაცვალება თავისი ლოგოთი დაბრენდა. ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რბილად რომ ვთქვათ, რისკებს შეიცავს და სხვა ბავშვების ფსიქიკას აზიანებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსგავსი სლოგანებისა თუ ფაქტების ასეთი ინტენსივობით ტირაჟირება, სიუციდის რეციდივის მაპროვოცირებელია, მით უმეტეს მოზარდებში. ლუკა კი პირიქით, ბევრ მის თანატოლს გადაარჩენს!.. წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”, გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე. აბსოლუტურად მისაღები, ბუნებრივი და გასაზიარებელია გულწრფელი პროტესტი მომხდარ ფაქტზე, მაგრამ უმძიმესი მოსასმენია, როცა თვითმკვლელობის ფაქტით არიან აღშფოთებული მკვლელები. ხალხი, რომელიც "ნულოვანი ტოლერანტობის" ეგიდით არასრულწლოვნის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას 12 წლამდე ცდილობდა (რაც სტალინის შემდეგ სხვას არავის მოფიქრებია), თუმცა ახლა ამის დრო არ არის...“- წერს მამუკა მდინარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system