თავში

მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: ევროპას უჭერენ ეს ადამიანები მხარს

​მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: ევროპას უჭერენ ეს ადამ
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: ევროპას უჭერენ ეს ადამიანები მხარს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ევროპის დღეების“ კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩასული ადამიანების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის ევროპულ კურსს, დღევანდელ შეკრებაზე მოიყრის თავს.

„ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების წარმომადგენლები პანიკაში ვარდებიან იმდენად, რომ სამარშუტო ტაქსებში უვარდებიან, მერე წერენ ასეულობით სინქრონს, აქედან არჩევენ ერთს, რომელმაც ყველაზე ცუდად ან მათთვის სასარგებლოდ უპასუხა... ასეთი პანიკური სიტუაცია აქვთ. ნუ პანიკობენ, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, კარგი ხდება! ევროპას უჭერენ ეს ადამიანები მხარს და „ქართულ ოცნების“ გუნდს, რომელიც ამ ეტაპზე მყარად არის ჩამოყალიბებული მისი დასავლური არჩევანის მიმართ და ეს ჩვენ კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system