თავში

მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობიდან" ჟონავს ინფორმაცია

მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობიდან" ჟონავს ინფორმაცია
მამუკა მდინარაძე: ნაციონალური მოძრაობიდან ჟონავს ინფორმაცია

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა შეექმნათ არჩევნების გაყალბების ილუზია.

მდინარაძის თქმით, ეს ინფორმაცია უტყუარია და ის კონკრეტულ მეთოდებზეც საუბრობს.

"გუშინ გვიან ღამით გახდა ჩვენთვის ცნობილი. არაერთხელ ვთქვით, რომ განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან ჟონავს ინფორმაციები. ისინი გეგმავენ, უფრო კონკრეტული რომ ვიყო და ისინიც რომ მიხვდნენ რომ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, საუბარია ზუგდიდსა და აჭარაზე.

ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შემდეგ შორი რაკურსით გადაეღოთ ორი-სამი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ცდილობდნენ, რომ ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა ყოფილიყო შეუძლებელი. 

მეორე იყო, რომ ერთი და იგივე ადამიანი უნდა შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფიქსირდებოდეს, თუმცა დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system