თავში

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან
მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან

"პრაქტიკულად, გათავისუფლებულია. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან". -  ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბრალდებულს შეთავაზებული აქვს გირაო, რომლის გადახდის შემთხვევაშიც პატიმრობის თავიდან აცილება შესაძლებელია. 

"ის, პრაქტიკულად გათავისუფლებულია, მას უთხრეს, შენ შეგეფარდება კვლავ გირაო, კვლავ გექნება იგივე შესაძლებლობა, თუ შენ კანონის ჩარჩოებში ჩაჯდები. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენიათ? ახლა "გეხვეწება" სახელმწიფო, პროკურატურა, ამ შემთხვევაში, შენ კანონის ჩარჩოში მოექცევი თუ არა, ამ ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებ თუ არა, შენ თავისუფალი ხარ. ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან გირაოს თანხის შეტანის შემთხვევაში". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system