თავში

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას

"ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ქართული ოცნების ამომრჩევლებს მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ პოზიცია.

„ოპოზიცია მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც, აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტური გააყალბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system