თავში

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია გასულია მომსახურების ზონიდან

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია გასულია მომსახურების ზონიდან
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია გასულია მომსახურების ზონიდან

ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან , - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი განსხვავებული პარტიებისთვის არ იწერება და მიდგომა ყველასთან ერთნაირია.

„ოპოზიციის ეს რადიკალური უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გუშინ, მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ 1 - კილომეტრიანი დიამეტრით. კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა თითოეული საარჩევნო უბნის რამდენად რაციონალურია და რამდენად შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო ამაზე არ ვიცი, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვაქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ სად შევიდნენ, ვთქვათ, მოაძებნინონ თავის ადგილი სიაში, ასეთი პრაქტიკაც კი არსებობს. ჩვენ ხომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის განსხვავებულ კანონპროექტს არ ვწერთ. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system