თავში

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კანკალს და შიშებს თავი დაანებონ, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კანკალს და შიშებს თავი დაანებონ, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კანკალს და შიშებს თავი დაანებონ, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება

"ნუ ავრცელებენ ჭორებს, კონტრაქცია და რაღაცებს ნუ იხვეწებიან იქიდან"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" აქტივისტები თბილისში, რეგიონებიდან ჩაყავს.

"თუ უნდათ ქუჩის აქციები, იმოქმედონ როგორც უნდათ, ოღონდ ახლა კანკალს თავი დაანებონ და შიშებს, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება. ასეთი გამოხტომები და შიშები თუ ჰქონდათ, დაენებებინათ მაშინ იმ დესტრუქციისთვის თავი, რასაც თვითონ მიმართავენ, მაგრამ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, კონტრაქციები არ იგეგმება. მე ჩვენ მომხრეებსაც მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ამ გაცვეთილი "კმარელების" გამოხტომებს და ნუ წამოეგებიან პროვოკაციაზე,"- განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ. 

დღეს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომ თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდული კვირეული იწყება სახელწოდებით "საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“. პარტიის ცნობით, ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20.00 საათზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება, ხოლო კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აღნიშნული ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდან სტუდენტები ჩამოჰყავთ, ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ კონტრ-აქციად შეაფასა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system