თავში

მამუკა მდინარაძე: სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

მამუკა მდინარაძე: სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ
მამუკა მდინარაძე: სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომა უნდა დაწყებულიყო, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ უშვებენ.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.

„უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას დილიდან არ აძლევენ. პარლამენტში დღეს 12:00 საათზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, ხოლო 15:00 საათზე ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული. კომიტეტზე დასასწრებად მისული დეპუტატები, რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი საპრეტოსეტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. 

როგორც პარლამენტის წინ, ასევე შენობის ყველა შესასვლელთან, აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი. ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და 20 ივნისს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system