თავში

მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს - VIDEO

მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს
მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს - VIDEO

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, შეხვედრა გამართეს სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავჯდომარე სიან კიან პენგთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან დენისე პუასთან.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სინგაპურელ კოლეგებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა. მხარეებმა განიხილეს სინგაპურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლის შედეგადაც სინგაპურმა უზრუნველყო სწრაფი და ინკლუზიური განვითარება. სინგაპურის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system