თავში

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ის, გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, მხარს დაუჭერს. 

მდინარაძე ამბობს, რომ გუნდიც ამავე აზრზე იქნება, რადგან შოთაძე ღირსეული და პროფესიონალი კაცია. 

„ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ, გუნდიც ამ აზრზე იქნება რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი გუნდის სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ”, – განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს საქართველოს, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე დღეს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა

შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძის პსოტი კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლესთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system