თავში

"მანქანაში მცემეს, კეფაში მირტყამდნენ" - ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია

"მანქანაში მცემეს, კეფაში მირტყამდნენ" - ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია
მანქანაში მცემეს, კეფაში მირტყამდნენ - ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია

პირველ დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, სოფელ კაბასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ჯანელიძე ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 

„საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ სუს-ში.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მალხაზ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ მას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დამაკავეს კაბასთან. რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ცხინვალში ტყის გავლით, ფეხით ჩავედი. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს. პოლიციამ და მესაზღვრეებმა მცემეს. ჯერ ჯავაში, რომ დამაკავეს, მანქანაში მცემეს, შემდეგ ცხინვალში. მეუბნებოდნენ, რატო გადმოხვედიო. კეფაში მირტყამდნენ, რომ არ დამმჩნეოდა. სასამართლო არ ყოფილა, არც ჯარიმა გადამიხდია“, – განაცხადა მალხაზ ჯანელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system