თავში

მარგინალი, ჩამორჩენილი, წარსულში ჩარჩენილი - ვის უპირისპირდება სალომე სამადაშვილი

მარგინალი, ჩამორჩენილი, წარსულში ჩარჩენილი - ვის უპირისპირდება სალომე სამადაშვილი
მარგინალი, ჩამორჩენილი, წარსულში ჩარჩენილი - ვის უპირისპირდება სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ბარამიძეს მარგინალს, ჩამოწერილსა და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსს უწოდებს.

აღნიშნული პოსტი სამადაშვილმა ბარამიძის ფესიბუქ-განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნა, სადაც ბარამიძე წერს, რომ სამადაშვილთან დებატებისთვის მზად არის.

"მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს," - წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვამათ შორის გია ბარამიძის მხრიდან, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system