თავში

"მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს" - მდინარაძე

"მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს" - მდინარაძე
მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.

მდინარაძის თქმით, მარგველაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - "ნაციონალური მოძრაობის" "მესიჯ-ბოქსია".

"გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. ისიც თქვა, პუტინის პატიმარია სააკაშვილიო. როცა ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ, რეალურად პუტინის მოკავშირის როლში წარმოვიდგენთ სააკაშვილს. ამ ფონზე ადამიანი როცა იძახის, რომ ის არის პუტინის პატიმარი, ის ჯდება "ნაციონალური მოძრაობის" მესიჯბოქსში, რაც ძალიან სამწუხაროა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და "ქართული ოცნების" მმართველობის დროს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში 3-საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა. 

ნახეთ, რაზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system