თავში

მარგველაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ადასტურებს

მარგველაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ადასტურებს
მარგველაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ადასტურებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ,,ევროპულ საქართველოსთან“, ასევე ,,ლელოსთან“ და კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ადასტურებს.

მისივე თქმით, კონსულტაციების დროს, პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა. 

,,მინდა დაგიდასტუროთ, რომ მე ვარ კონსულტაციებში ,,ევროპულ საქართველოსთან", ,,ლელოსთან", სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ერთ საკითხთან დაკავშირებით - ეს არის როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები და როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო არ დაუბრუნდეს საქართველოს მაგივრად, საქართველო სსრ არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში. ამას ერთმნიშვნელოვნად გიდასტურებთ.

ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე ამ კონსულტაციების დროს, საერთოდ არ ყოფილა და ჯერჯერობით, არც მოიაზრება. ჩემი აზრით, ეს არის სწორი, იმიტომ რომ ჯერ მოსასწორებელია სათამაშო მოედანი და შემდეგ უნდა ჩამოყალიბდნენ გუნდები, როგორც მათ უნდათ თამაში. აქედან გამომდინარე, გიდასტურებთ ერთმნიშვნელოვნად, რომ ამ საკითხებზე მე არ მისაუბრია, არც ხსენებულ პოლიტიკურ ძალებთან, არც სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებთანაც კონსულტაციებში ვარ, ამ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში.

ჩემ პოლიტიკაში ჩართვაზე საარჩევნო კონტექსტში, არ მისაუბრია. არა იმიტომ რომ ეს რაიმე ტაბუირებული თემაა, იმიტომ რომ ახლა, არ არის ამის დრო. მაგრამ გიდასტურებთ, რომ მათ ველაპარაკები, მაგრამ სხვა თემაზე, ამაზე არ მისაუბრია",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system