თავში

მარია ზახაროვა: ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს განცხადება პოლიტიზებულია

​მარია ზახაროვა: ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს განცხადება
მარია ზახაროვა: ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს განცხადება პოლიტიზებულია

საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე, უსაფუძვლო და პოლიტიზებულია, - ამის შესახებ შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"გაოცებით აღვიქვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადება, თითქოსდა რუსეთის წარმომადგენლებმა გადადეს კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება არის უსაფუძვლო და პოლიტიზებული", - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვაზე თავი შეიკავა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა, პანდემიით გამოწვეული სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით.

"ალტერნატივის სახით ჩვენ შევთავაზეთ, ჩაგვეტარებინა გადადებული რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რაც თანათავმჯდომარეებისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.

რუსეთი საქართველოსთან დიალოგს არასოდეს გაურბოდა, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და აქტიურ ძალისხმევას ახორციელებს მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system