თავში

მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - დარგალი

მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - დარგალი
მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - დარგალი

როგორც ვაცხადებდით, მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. 11-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე მერობის კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მარნეულის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კენან ომაროვმა 68.01% დააგროვა.

ქვემო ქართლის ყველა რაიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმარჯვებენ. გამონაკლისია რუსთავი, სადაც "ოცნების" კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 44.67% აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 43.91%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 11:00 საათის მდგომარეობით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system