თავში

"მართლა არიფები არიან" - გახარია "ოცნების" ხელმძღვანელებზე

"მართლა არიფები არიან" - გახარია "ოცნების" ხელმძღვანელებზე
მართლა არიფები არიან - გახარია ოცნების ხელმძღვანელებზე

არიფები არიან მართლა, იფიქრეს, რომ აი იმ ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისმწამებლური კამპანიით მე დამაზიანებდნენ და ისევე არიფულად ფიქრობენ, რომ ამით ესენი თბილისს დააბოლებენ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ეს ხალხი ობიექტურ რეალობას აცდენილია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებზე საუბრისას განაცხადა. 

გიორგი გახარია ქალაქში გამოკრულ "სისხლიან" ბანერებზე მის გამოჩენასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. 

"მე ჩემი გეგმა მაქვს, ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. თუ უნდათ, პლაკატები დაკიდონ, რაც უნდათ, ის დაგვაბრალონ, მაგრამ ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - დღის წესრიგს ვერ შეგვაცვლევინებენ. მოშე იქნება, პეტრე თუ პავლე - ეს მათი საქმეა, მე არ მაინტერესებს",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". 

ბანერებზე გამოსახული არიან ექსპრემიერი გიორგი გახარია, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system