თავში

"მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - სერგეენკო

"მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - სერგეენკო
მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სერგეენკო

ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

"ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ჩაიტარებს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის თქით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system