თავში

მართლმსაჯულება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს - თალაკვაძე მელიაზე

მართლმსაჯულება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს - თალაკვაძე მელიაზე
მართლმსაჯულება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს - თალაკვაძე მელიაზე

საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმსაჯულება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მართმსაჯულების წინაშე ყველა თანასწორია და ვერც ერთი პოლიტიკოსი გამონაკლისი ვერ იქნება.

"მას, ერთ შემთხვევაში, ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან, მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუციანაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰქონია რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმასჯულება მას განსაკუთრებულად და დისკრიმანიცულად მიუდგება. ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთი სამართლიანი იქნება, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმასუჯლება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუ სხვა მოქალაქეებს ხელზე აქვთ საკონტროლო სამაჯური, იხდიან გირაოს ან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ამ შემეთხვევაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ვერც ნიკა მელია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system